ბათუმის პორტში კატერი დაიწვა

22 მაისი 2023, 18:36 1013 ნახვა

ბათუმის პორტში კატერი დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ სანაპიროსთან, ზღვაში კატერზე ძლიერი ხანძარი შენიშნეს.

ცეცხლი უკვე ჩააქრეს. პროცესს დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. თვითმხილველების ინფორმაციით კატერზე მყოფი ადამიანები წყალში გადახტნენ.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში