მზადება საზღვაო სეზონისთვის. ბულვარში საჯარო და კერძო ობიექტების განახლება მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება ბულვარის კოლონადებს, საბავშვო გასართობ კუთხეებს, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები.
სეზონისთვის დაირგვება150 ათასზე მეტი დეკორატიული ყვავილი და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
ზღვისპირა ქალაქს შშმ პირებისთვის კიდევ ერთი ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, ტივტივა ეტლებით აღჭურვილი ლოკაცია შეემატება. ადაპტირებული სანაპირო ორ ლოკაციაზე ფუნქციონირებს.