ევროკავშირმა კომპანია „მეტას“ 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა

22 მაისი 2023, 14:43 703 ნახვა

ევროკავშირმა კომპანია „მეტას“ რეკორდული ჯარიმა დააკისრა. კომპანიას, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამს“, ასევე მესენჯერ „ვოთსაფს“ ფლობს, 1,2 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს.

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიაში განაცხადეს, რომ „მეტამ“ დაარღვია ევროკავშირში მოქმედი მონაცემთა დაცვის მთავარი პრინციპი და „ფეისბუქის“ ევროპელი მომხმარებლების პირადი მონაცემები აშშ-ში ისე გადააგზავნა, რომ სათანადოდ არ უზრუნველყო მათი დაცულობა.

როგორც მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებაში განაცხადეს, „მეტას“ მიერ ევროპელი მომხმარებლების მონაცემთა აშშ-ში გადაგზავნის დროს გამოყენებული ლეგალურ ინსტრუმენტში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული ის საფრთხეები, რომელიც ექმნება მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს. კერძოდ, საუბარია აშშ-ის მხრიდან ევროპელი მოქალაქეების შესაძლო თვალთვალის რისკზე.

კომპანია „მეტას“ წარმომადგენლებმა ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი