„ჯორჯიან ეარვეისი“ პრეზიდენტს პერსონა ნონ გრატად აცხადებს

21 მაისი 2023, 12:05 687 ნახვა

"ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორი, თამაზ გაიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება, კომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ და ამბობს, რომ მას პერსონა ნონ გრატად აცხადებენ და ბოდიშის მოხდამდე, ბორტზე არ დაუშვებენ.

კერძო კომპანიის დირექტორი პრეზიდენტს რეიტინგსაც უწუნებს და ქვეყნის პრეზიდენტად არ აღიარებს, მის წინაპრებს კი ქვეყნის გაძარცვაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ "აირზენას" ბოიკოტს უცხადებს, მიზეზი კომპანიის მიერ  რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი