დღეს ბათუმში, თურქეთის საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
მეზობელ სახელმწიფოში საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართა, რომლის შედეგადაც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და 28 მაისისთვის განმეორებითი ტური დაინიშნა.
საზღვარგარეთ მყოფი თურქეთის მოქალაქეებისთვის კი არჩევნები ერთი კვირით ადრე მიმდინარეობს.