„პეპელას ფრთებზე დაწერილი თავისუფლება“ - ამ სახელწოდებით აჭარის მწერალთა სახლში პოეტ დავით შემოქმედელის მონოსპექტაკლი გაიმართა. საღამო, პოეტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ავტორის ლექსები ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურეატმა, მსახიობმა ბელა კიკვაძემ წაიკითხა.
ავით შემოქმედელი ამ ეტაპზე მუშაობს წიგნზე სახელწოდებით „ეპოქა და მწერალი“, უახლოეს პერიოდში კი ,,საქართველო და მსოფლიო ცივილიზაცია" - ამ თემაზე იმუშავებს.