პარლამენტმა დღეს განათლების მინისტრსაც მოუსმინა. გიორგი ამილახვარი საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ინტერპელაციის წესით დაიბარა. ანა წითლიძის კითხვას საბავშვო კვებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა უპასუხა,რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ჯერ საჭიროა რიგი ნაბიჯის გადადგმა. მინისტრის ინფორმაციით, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო განათლების საფეხურების მიხედვით, მუშავდება სასკოლო კვების განხორციელების სხვადასხვა სცენარი.მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საქართველოში დაწყებულია 800 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტი.