ბათუმში, „გმირთა ხეივანში“ მწვანე დერეფნის მოწყობის სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა მოინახულა.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, “პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ბათუმში მიმდინარე პროექტი, ითვალისწინებს კილომეტრზე მეტი სიგრძის ახალი ბულვარის მშენებლობას.
ბულვარი სამ ნაწილად არის დაყოფილი და ექსპლუატაციაშიც ფაზებად შევა.