პარლამენტში განათლების მინისტრს მოუსმენენ

19 მაისი 2023, 11:20 633 ნახვა

დეპუტატები დღესვე, ასევე ინტერპელაციის წესით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუსმენენ. ოპოზიციას გიორგი ამილახვართან კონკრეტული კითხვები აქვს.

დეპუტატები შეეცდებიან მიიღონ პასუხი, თუ რა კეთდება უწყებაში, სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით.

საუბარი შეეხება განათლების სფეროში არსებულ სხვა პრობლემურ საკითხებსაც.

დღესვე იგეგმებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოსმენაც, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლევან დავითაშვილის პარლამენტში მისვლა სექტემბრისთვის გადაიდო.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში