ხელვაჩაურში სოფელ ქოქოლაძეებში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხიდის ბურჯების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
ახალი ხიდით 100-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 230 ათასი ლარია.
საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ხელვაჩაურში წელს დაგეგმილია 5 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია.