დღეს ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირია დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდებათ.გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები სპეციალური სქემით მოქმედებდნენ. ანუ, ისინი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით,კონკრეტულ ლოკაციებზე ტოვებდნენ ნარკოტიკებს რისი შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.