აჭარის უმაღლეს საბჭოში სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს. ზაზა შავაძემ გასული წლის საქმიანობაზე ისაუბრა და მიმდინარე პროექტები შეაჯამა.
მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც წინასწარ წერილობით გადაეგზავნა.
სხდომას დღეს მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი - ირაკლი ჩავლეიშვილი ესწრებოდა. მედეა ვასაძე კი, რომელიც აქამდე სხდომებს ესწრებოდა, თანაგუნდელების ბოიკოტს შეუერთდა.