კვარიათში მოქალაქე კვების ობიექტის დემონტაჟს აპროტესტებს

17 მაისი 2023, 14:02 669 ნახვა

კვარიათში მოქალაქე კვების ობიექტის დაგეგმილ დემონტაჟს აპროტესტებს. კაფე-ბარის მეპატრონემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. მანამდე მან  სოციალირ ქსელში ვიდეო გაავრცელა,  რომელშიც ამბობს, რომ დემონტაჟი უკანანოა და ხდება მისი ქონების განადგურება.

“ტორნადოს მფლობელის” ინფორმაციით, ტერიტორია წლებია  იჯარით აქვს აღებული, ბათუმის მერიასთან შარშანდელ ხელშეკრულებას ვადა, რომელიც აუქციონის შედეგად გაფორმდა, 15 ოქტომბერს გაუვიდა  და მოქალაქე  მერიამ 7 ნოემბერს აბონენტად დაარეგისტრირა.

კაფე-ბარის მეპატრონე აცხადებს, რომ მერიის ნებართვის საფუძველზე შემოიყვანა წყალი, მოაწესრიგა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რისთვისაც  სესხი აიღო და ნახევარი მილიონი დაუჯდა.  მასთან მოლაპარაკებას   მუნიციპალური ინპექციის თანამშრომლები მართავდნენ.

გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო კაფე ბარების დემონტაჟს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ეტაპობრივად რამდენიმე თვეა ახორციელებს.  მერიაში წერილობით გვიპასუხეს და განმარტეს, რომ სანაპირო ზოლზე ჯამში 70-მდე უსახური კონსტრუქციიის დემონტაჟი მოხდა.

რაც შეეხება კაფე-ბარ "ტორნადო"-ს,  მეპატრონის მოთხოვნით, სასამართლო დავის ფარგლებში დემონტაჟის პროცესი ერთი თვით შეჩერებული იყო, რასაც ვადა ამოეწურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი