ველო გარბენი ევროპის დღეების ფარგლებში

17 მაისი 2023, 14:25 1283 ნახვა

„ჩვენ ერთად ვივლით და ბოლოს ერთად გავშლით ევროპის დროშას" - ამ სლოგანით ევროპის დღეების ფარგლებში ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ველო გარბენაში მიიღეს მონაწილეობა. ინიციატივის მიზანი ევროპული ღირებულებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. 

ასევე, სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბის და მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით,  გაიხსნება  "ევროპული სივრცე“, რომელიც მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიება  უესეაიდის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში იმართება. პროგრამა საქართველოს 650 სკოლაში ხორციელდება, ხოლო აჭარის რეგიონში 72 სკოლაში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი