აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ.
სენატში გამართულ მოსმენაზე სენატორმა ლინდსი გრემმა ბლინკენს შეკითხვა დაუსვა: „არასოდეს აპირებთ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას, არა?“ - რაზეც ბლინკენმა უპასუხა : „არასოდეს თქვა, არასოდეს“.
შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენებმა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს ბაიდენის ადმინისტრაციას, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს.