ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2023 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომლის თანახმადაც, ფინანსური დოკუმენტი 2 მილიონ 829-ათასი ლარით იზრდება, სადაც მილიონი ლარი გათვალისწინებულია ქობულეთის მერიას დაქვემდებარებულ აიპებსა და შეპესეების ბიუჯეტის დაახლოებით მილიონი ლარით ზრდაზე.
სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს ქობულეთის მერის მოადგილესთან კითხვები ჰქონდათ ქობულეთის ავტოპარკის, აიპების და შპს ბიუჯეტის ზრდაზე და სოფლის წყლის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე. ყველაზე მეტი განხილვა მოჰყვა, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტს.
ენმ-ს მიაჩნია, რომ სამუშაოების საჭიროება ამ ეტაპისთვის არ დგას, რადგან სხვა გადაუდებელი პრობლემებია მოსაგვარებელი. ქობულეთის მერის მოადგილემ ოპოზიციას უპასუხა, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება, ქალაქის ტურისტული პოტენციალისთვის აუცილებელია.