ერთადერთი მიზეზით არ უნდა ოპოზიციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების წარმოდგენა, ეს არის ევროპული რეკომენდაციის ჩაგდება - მდინარაძე

16 მაისი 2023, 14:19 536 ნახვა

მოვისმინე ათი ვერსია, რატომ შეიძლება არ წარმოგვიდგინოს ოპოზიციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატები და რატომ არ მოგვცეს ინფორმაცია ვის დაუჭერენ მხარს. ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს ამის მიზეზი არის ის, რომ ჩააგდოს ევროპული რეკომენდაცია ოპოზიციამ. მეტი მიზეზი ამას არ შეიძლება ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„უფრო კარგი, უფრო პრაქტიკული და გამართული რა შეიძლება შევთავაზოთ, რომ გვითხრან ვის დაუჭერენ მხარს და ჩვენ მოვძებნით საშუალებას, გზას კონსენსუსისა, რომ იქნებ დავამთხვიოთ პოზიციები. არც ამას აკეთებენ. რამდენიმე თვეა მათ ხმა არ ამოუღიათ ამ თემაზე. საერთოდ არც ერთ კანდიდატზე არაფერი უთქვამთ და კონსულტაციები, მაგალითად სახალხო დამცველთან დაკავშირებით, როგორ მთავრდებოდა ხოლმე თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ. იმათი მხრიდან იყო ყოველთვის ულტიმატუმები და ჩიხში შესვლის ყველანაირი მცდელობა. ამის გამოსარიცხად უამრავი პრაქტიკული გადაჭრის გზა ვუთხარით დარბაზში თითოეულ მათგანს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში