საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ტოიოტას მარკის სამ ახალ ავტომობილში 300 ათას 268 ლარს იხდის. გამარტივებული წესით მომსახურების შესაძენად სასამართლომ ხელშეკრულება შპს “ტოიოტა ცენტრ თეგეტასთან” მიმდინარე წლის 2 თებერვალს გააფორმა. ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ჩასანაცვლებელი 3 ავტომობილიდან ერთ-ერთი იგივე მოდელის ავტომობილში იცვლება.