საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება მარიხუანაზე

15 თებერვალი 2017, 00:00 2277 ნახვა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დღეს მიიღო. 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის პატიმრობა, საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნო და არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. აღნიშნული მოთხოვნა მითითებული იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინებაში. ავტორი მიუთითებდა, რომ ხსენებულ სადავო ნორმას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსი ჰქონდა და შესაბამისად მოითხოვდა მის ძალადაკარგულად ცნობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წელს არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის შეძენა-შენახვის გამო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი