უმუშევრობის დონე შემცირდა - საქსტატი

15 მაისი 2023, 19:41 2614 ნახვა

უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა - ინფორმაცია საქსტატმა გაავრცელა.უწყებამ გამოაქვეყნა სამუშაო ძალის მაჩვენებლები,რომლის მიხედვითაც, გასულ წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2021 წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. უწყების მონაცემებით, უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა-ქართლის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში. ამასთან, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით,დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში