უახლოეს ხანებში ევროკავშირთან გვექნება მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პაკეტი - ლევან დავითაშვილი

15 მაისი 2023, 15:53 615 ნახვა

უახლოეს ხანებში საზოგადოება ნახავს ევროკავშირთან მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალ პაკეტს, რომელიც უკვე თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ქვეყანას დარგობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. იქნება საერთო თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრა, ლევან დავითაშვლმა განაცხადა.

„პერსპექტივის მიღების შემდეგ ეს მუშაობა გაათმაგებულია. რადგან ჩვენ არ ვართ დღეს კანდიდატი და პარტნიორი ქვეყნები არიან კანდიდატები, კი არ შენელდა პროცესი, პირიქით, ეს პროცესი უფრო გააქტიურებულია. რეგულარულად მაქვს ინფორმაცია ჩემი სამინისტროდან, რა ინტენსიური მუშა პროცესი მიდის ბრიუსელთან და რამდენად ინტენსიურია კომუნიკაციები, ჩასვლა-ჩამოსვლა, შეხვედრები, განხილვები, კონკრეტული დეტალები.

არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ უახლოეს ხანებში საზოგადოება ნახავს სრულიად ახალ პაკეტს, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, რომელიც უკვე თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ქვეყანას დარგობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. ეს არ არის ევროპული პერსპექტივის მქონე წევრებისთვის, ეს არის უფრო მეტი სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის. ძალიან მალე ჩვენ ამაზე გვექნება კომენტარები, იქნება საერთო თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი