თავდაპირველად დანიის პირველი დიპლომატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ბრიუსელის 12 დავალება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთოების გაძლიერება - ძირითადად ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
დანიის სამეფოს პირველი დიპლომატი ილია დარჩიაშვილთან ერთად ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.
ლარს ლოკე რასმუსენთან ერთად საქართველოს დანიელი ბიზნესმენების დელეგაციაც სტუმრობს, ისინი ეკონომიკის მინისტრთან გამართავენ შეხვედრას. სტუმარი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა.