დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

15 მაისი 2023, 11:08 572 ნახვა

ბრიუსელის 12 დავალება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთოების გაძლიერება - ძირითადად ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა. დანიის პირველ დიპლომატს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც შეხვდება, სტუმარი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა.

დანიის სამეფოს პირველი დიპლომატი ილია დარჩიაშვილთან ერთად ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.

ლარს ლოკე რასმუსენთან ერთად საქართველოს დანიელი ბიზნესმენების დელეგაციაც სტუმრობს, რომლებიც ეკონომიკის მინისტრთან გამართავენ შეხვედრას.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში