ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში თემურ ბიბილეიშვილის 84 წლის იუბილე აღინიშნა, თარიღთან დაკავშირებით ანსამბლმა „ხორუმმა“ კონცერტი გამართა.
კონცერტის პარალელურად აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმს„ აკადემიური წოდების ხარისხი მიენიჭა.
ანსამბლი 2002 წელს შეიქმნა, რომელსაც სათავეში ქართული ეროვნული ქორეოგრაფიის აკადემიის წევრი თემურ ბიბილეიშვილი ჩაუდგა.
2010 წელს „ხორუმს“ მიენიჭა „სახელმწიფო ანსამბლის“ სტატუსი.