ბათუმის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტები ქალაქ პეზაროში გრძელდება.
წლევანდელი ღონისძიებები სრულად დაეთმო ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ბათუმს“, ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლსა და ვოკალურ ანსამბლს.
უკვე ჩატარდა ქართული საგალობლების საღამოც.