უარი სტრასბურგიდან

13 მაისი 2023, 11:59 690 ნახვა

სტრასბურგის სასამართლომ, ყოფილ პრეზიდენტს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი უთხრა. ევროსასამართლომ, ექსპრეზიდენტის სასარგებლოდ რეგლამენტის 39-ე მუხლი უკვე მეორედ არ აამოქმედა.

სტრასბურგმა მსჯავრდადებულ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა. სტრასბურგში ახლა პროცესები არსებით განხილვაზე გაგრძელდება - მანამდე კი რა გეგმა აქვს ''ნაციონალურ მოძრაობას''.

პარტიის თავმჯდომარეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კონკრეტულ ნაბიჯებზე არ უსაუბრია. 

ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ გაგრძელდება ბრძოლა პოლიტპატიმრების ციხიდან დასახსნელად, ოპოზიციის ნაწილი ''ნაციონალურ მოძრაობას'' და ''ქართულ ოცნებას'' მოუწოდებს შეწყვიტონ თემით სპეკულირება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი