საოპერო მუსიკის საღამო

13 მაისი 2023, 11:01 750 ნახვა

ბათუმში სახელოვნებო პროექტი “ნექსუსი” დაიწყო. პროექტის პირველ დღე გერმანიაში მოღვაწე, მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების ქართველი სოლისტის ზურაბ ზურაბიშვილის სოლო კონცერტს დაეთმო. ტენორი მსმენელის წინაშე ცნობილი რეპერტუარებით წარსდგა.

პროექტის ფარგლებში დღეს 16 საათზე ხელოვნების მუზეუმში ქართველი მოქანდაკის ირაკლი წულაძის გამოფენა “ნექსუსი” გაიხსნება და 20 მაისამდე გაგრძელდება.

სახელოვნებო პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ტარდება.მიზანი საოპერო მუსიკისა და სახვითი ხელოვნების შერწყმაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში