ორ ბანაკად გაყოფილ ენმ-ში მდგომარეობა ყოველდღიურად მწვავდება და ურთიერთბრალდებები არ წყდება.ამჯერად დაპირისპირების მიზეზი ნიკა მელიას განცხადება გახდა.პარტიის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს,რომ ისევე,როგორც კეზერაშვილი/ მერაბიშვილი,ადეიშვილიც თავიდან ბოლომდე არის ჩართული პროცესებში,მათ შორის შიდა პარტიული არჩევნების დროს.ამას კი ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა და განაცხადა,რომ ნიკა მელია ჩარჩენილია წინასაარჩევნო პერიოდში და რომ დაიღალნენ მისი ბრალდებებით.