მთელი ღამის განმავლობაში თოვდა ხულოში. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია. ძლიერი ყინვის გამო სოფლებში გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა რეკომენდებული. უამინდობას ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეუქმნია. გზის გაწმენდითი სამუშაოები გელაურას, მერჩხეთის და ჭახაურას მიმართულებით მიმდინარეობს. საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 17 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე ითოვებს, მაღალმთიან რაიონებში და უღელტეხილებზე ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი.