მომავალ წელს არჩევნებია და უნდა გვყავდეს სათანადოდ დაკომპლექტებული ცესკო, პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლებამოსილება და შეუძლია, გამოიყენოს - შალვა პაპუაშვილი

11 მაისი 2023, 22:18 881 ნახვა

მომავალ წელს არჩევნებია და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სრულად და სათანადოდ დაკომპლექტებული ცესკო იყოს, თუმცა ოპოზიციის ინტერესია, რომ ეს ჩიხი შენარჩუნდეს და იყოს დროებით არჩეული წევრები და თავმჯდომარე, რათა უფრო მეტი საბაბი ჰქონდეთ არჩევნების დისკრედიტირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„აქ ვერანაირი პოზიცია ვერ მექნება. ჩვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ რეგულაციამ აჩვენა, რომ ეს არის პირდაპირი გარანტია – ჩიხის.

ეს არის კლასიკური მაგალითი ცუდი რეგულაციის. გარკვეული ექსპერიმენტი ჩატარდა, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მხრიდან საუბარი იყო იმაზე, თითქოს კვალიფიციური უმრავლესობა იყო ინსტრუმენტი კონსესუსის უზრუნველყოფის, სინამდვილეში დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ კვალიფიციურ უმრავლესობას ერთადერთი შედეგი შეუძლია გამოიწვიოს, ეს არის გადაწყვეტილების მიღების ჩიხში შეყვანა, რაც მოხდა კიდეც. ერთი წელია, რაც არსებულ სიტუაციაში ვიმყოფებით და ეს პროცესი ჩიხშია შესული.

მომავალ წელს არჩევნებია და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სრულად და სათანადოდ დაკომპლექტებული ცესკო იყოს, თუმცა ოპოზიციის ინტერესია, რომ ეს ჩიხი შენარჩუნდეს და იყოს დროებით არჩეული წევრები და თავმჯდომარე, რათა უფრო მეტი საბაბი ჰქონდეთ არჩევნების დისკრედიტირებისთვის. ჩვენ ამის დაშვება არ შეგვიძლია. ვინც ფიქრობს, რომ აქ რაიმე სხვა გამოსავალია შესაძლებელი, ერთი წელია, პროცესი მიდის და ოპოზიცია დიალოგში არ შედიოდა უმრავლესობასთან იმისთვის, რომ გადწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. ამიტომ პასუხისმგებლობის გრძნობა მოითხოვს, რომ ნორმა, რომელიც არ ვარგა, შეიცვალოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი