გვარამია - ახვლედიანის ფარული ჩანაწერის საქმეს სახალხო დამცველი ეხმაურება, უჩა ნანუაშვილი ამბობს რომ რუსთავი 2-ის დირექტორს, ნიკა გვარამიას აქვს სრული უფლება მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვოს. “ნაციონალური მოძრაობა” კი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ხელისუფლების ინტერესებზე საუბრობს. განსხვავებულია მმართველი გუნდის შეფასება.