2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა ცალმხრივად, გუშინ საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი - მდინარაძე

11 მაისი 2023, 15:39 634 ნახვა

2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა ცალმხრივად. გუშინ იცით რა მოხდა? საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი, მათ შორის ფრენებთან დაკავშირებით. მათივე, ანუ რუსების მიერვე დაწესებული სასჯელი, რომელიც დააწესეს 2019 წელს დააწესეს, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარი მოქალაქეების დასანქცირებას ითხოვს.

„2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა ცალმხრივად. გუშინ იცით რა მოხდა?! საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი, მათ შორის, ფრენებთან დაკავშირებით, ანუ რუსების მიერ დაწესებული სასჯელი, რომელიც მათ 2019 წელს დააწესეს, მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და თვითსანქცირებას ითხოვენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე პოლიტიკოსს მოეთხოვოს საკუთარი მოქალაქეების სანქცირება და ერთმანეთში ურევენ ახლა შეგნებულად. რუსეთის მოქალაქეებს კი არ მოეხსნათ რაღაც, საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სანქცია, სასჯელი და ესენი ითხოვენ, რომ პირიქით მოხდეს...

საინტერესო ტერმინი შემოვიდა - თვითსანქცირებას ითხოვენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ ჯგუფს მოეთხოვა საკუთარი მოქალაქეების სანქცირება. ერთმანეთში შეგნებულად ურევენ. აქედან ვეკითხები - რას იზამდნენ ისინი ხელისუფლებაში რომ იყვნენ? საკუთარ მოქალაქეებს დაუწესებდნენ სანქციებს? მაშინ როდესაც რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი და მათთვის სასჯელის მოხსნაზე არის საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, რუსეთში მილიონამდე ქართველია წასული.

„90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთში წასული ქართველი ქართველი არ არის? 90-იანი წლებიდან მოყოლებული (და შეიძლება უფრო ადრეც) რუსეთში წასული ქართველი არის ჩვეულებრივად ჩვენი მოქალაქე, მას აქვს ქართული პასპორტი და ჩვენ არამხოლოდ მათზე, არამედ ეროვნებით ქართველებზეც ვზრუნავთ, რომლებიც შეიძლება საქართველოს მოქალაქეებიც არ იყვნენ და ეს რიცხვი შეადგენს მილიონამდე. ზუსტად ამის დათვლა შეუძლებელია. ბოლო წლების ციფრების მანიპულაციით კი ეს არ შეიცვლება“, - აცხადებს მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში