ისრაელის საჰაერო დარტყმას ღაზაში „ისლამური ჯიჰადის“ სარაკეტო ძალების მეთაური ემსხვერპლა

11 მაისი 2023, 10:10 1759 ნახვა

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზას სექტორში, პალესტინელი ისლამური ჯიჰადის კიდევ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა.

ბოლო 24 საათში. ღაზაში ისრაელის სამხედროებმა 460-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს და 130-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

პალესტინის სამედიცინო წყაროების შეფასებით, ამ კვირაში ბრძოლების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 24-ია. მათ შორის 10 მშვიდობიანი მოქალაქე და პალესტინელი ისლამური ჯიჰადის სულ 4 მეთაური.

ისრაელში მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი