საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის, სწორედ ამიტომ თქვენი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია - შარლ მიშელი

09 მაისი 2023, 21:19 779 ნახვა

საქართველოს ხალხმა ნათელი არჩევანი გააკეთა, ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლების ნათელი არჩევანი. სწორედ ამიტომ ქვეყნის მომავალი ჩვენ საერთო ოჯახშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე, ქართველი ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ადგილი საერთო ევროპულ ოჯახშია.

„თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის. სწორედ ამიტომ თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, გისურვებთ ბედნიერ ევროპის დღეს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი