ბედნიერი ვარ, რომ პირველად აღვნიშნავთ ევროპის დღეს ქართველებთან ერთად, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ დღეს აღვნიშნავთ ევროპის დღეს, ევროპის, რომელიც დგას უსაფრთხოების, მშვიდობის და კეთილდღეობის მხარეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველად აღვნიშნავთ ევროპის დღეს ქართველებთან ერთად, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ევროპული პერსპექტივა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და მაქვს შესაძლებლობა, მოვუსმინო მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის და ქართულ სიმფონიური ორკესტრის შესანიშნავ მუსიკალურ შესრულებას“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.