ე.წ. ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

08 მაისი 2023, 14:05 717 ნახვა

ოპოზიციის განზრახვაა საგამოძიებო მასალებზე ჰქონდეთ წვდომა, სწორედ ამის გამო ითხოვენ ისინი პარლამენტში, ე.წ-ლი ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამბობენ ქართულ ოცნებაში, ამიტომ ოპონენტების ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ინიციატივად რჩება. 

საკითხი განსაკუთრებულად გააქტიურდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ, თბილსიში ერთ-ერთ შენობაში სავარაუდოდ ქოლ-ცენტრები იპოვეს.

გაჟღერდა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამაის ძმების სახელები.  5 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას   წინ  უსწრებდა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ექსპერტების მიერ გარკვეული ინფორმაციის გავრცელება - თქვა დღეს  "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, რომლებმაც ამ თემას ბრიფინგი მიუძღვნა.

ვაშაძის განცხადებით, მიხეილ არახამია სავარაუდოდ სუს- ის დავალებით მოქმედებდა, დღეისათვის კი მას ვერავინ პოულობს და სავარაუდოდ, ქვეყნიდან არის გაყვანილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი