მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ 19-ის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა, კორონა რესპირაციული ვირუსების რიგებში გადავიდა.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, ჯანმოს რეკომენდაციით, ახალი შემთხვევები ქვეყნებმა ისე უნდა მართონ როგორც სხვა რესპირაციული ვირუსები და ინფექციური დაავადებები.
აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახლა გავრცელებულ ვირუსებში, კოვიდის წილი მხოლოდ 5 პროცენტია და ამავე მონაცემებით მას სხვა სეზონური ვირუსები მნიშვნელოვნად უსწრებს.
კოვიდთან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა ჯანმომ დასრულებულად 5 მაისს გამოაცხადა.