სპეცოპერაცია ქოლ-ცენტრების საქმეზე

05 მაისი 2023, 18:11 529 ნახვა

სპეცოპერაცია თბილისში.აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობის, სადაც სავარაუდოდ  ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს, ერთ-ერთი მფლობელი გიორგი ვაშაძის ძმაა.  დავით ვაშაძე იმ საოფისე ფართებთან კავშირს უარყოფს. ამბობს, რომ მას  მხოლოდ სასტუმრო აქვს და დანარჩენ ფართებთან არც შეხება აქვს და არც გადაწყვეტილებების მიმღებია. აღმაშენებლის N 75-ში, წუხელ, გვიან ღამით სპეცოპერაცია დაიწყო, რომელიც დღეს დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე საოფისე ფართია დალუქული. არსებული ინფორმაციით, ოფისებიდან კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრო მოწყობილობებია ამოღებული. სპეცოპერაცია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს უკავშირდება. ფაქტზე კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა- ვახტანგ გომელაურის განცხადებით ქოლ-ცენტრების საქმეზე რამდენიმე უწყება მუშაობს ერთდროულად და უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი