14 მაისს თურქეთში არჩევნებია. მეზობელ ქვეყანაში ერთდროულად პრეზიდენტი და პარლამენტის წევრები უნდა აირჩიონ. პრეზიდენტის შემთხვევაში ამომრჩეველს ბიულეტენზე 4 კანდიდატი დახვდება, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.
კანდიდატებს შორისაა სახალხო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე. ოპოზიციური პარტიის, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში არაერთი დიდი ქალაქი აქვს მოგებული. თურქეთის მოქალაქეები 14 მაისს აირჩევენ ასევე პარლამენტის წევრებს. მათი რაოდენობა ამჯერად 550-ის ნაცვლად თითქმის 600 იქნება.
საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა საზღვარგარეთ თურქეთის წარმომადგენლობებში. ხმის მიცემის პროცესი დღეს დილის ცხრა საათიდან დაიწყო ბათუმის საკონსულოში გახსნილ უბანშიც.
ბათუმში მყოფ თურქეთის მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის გაკეთება 5 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით, დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე შეეძლებათ.