სასკოლო ექსკურსიებზე დაწესებული რეგულაციები იცვლება

05 მაისი 2023, 11:58 731 ნახვა

სასკოლო ექსკურსიებზე დაწესებული რეგულაციები იცვლება. ახალი წესით ექსკურსიები ღამისთევით, ან ისეთ ადგილას წასვლა, რომელიც  150-კმ-ზე შორსაა, უკვე დასაშვებია. შეზღუდვა პანდემიის  დროს ამოქმედდა. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი სკოლის ადმინისტრაციებმა უკვე მიიღეს. 

რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, რომლებიც ტრანსპორტს ეხება, ძალაში რჩება. აუცილებელ კრიტერიუმთა ჩამონათვალშია ტრანსპორტის ნაწილი, რომელიც ყველა აუცილებელ უსაფრთხოების წესს უნდა აკმაყოფილებდეს, უნდა იყოს აღჭურვილი სამედიცინო ინვენტარითა და პრეპარატითაც, ასევე აუცილებელია ექსკურსიის დროს არასრულწლოვნებს 2 მძღოლი ახლდეს მშობლებთან ერთად.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში