გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ვილიარეალს“ შეხვდა

04 მაისი 2023, 20:51 565 ნახვა

ლა ლიგის 33-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ვილიარეალს შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა. პირველი ტაიმი უგოლო ფრე დასრულდა, მეორე ტაიმში კი 62-ე წუთზე „ვილიარეალმა“ ანგარიში გახსნა, მამარდაშვილის კარში გოლის გატანა ნიკოლას ჯექსონმა მოახერხა. „ვალენსიას“ ნახევარმცველმა სამუელ ლინომ ანგარიში 72-ე წუთზე გაათანაბრა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ქართველი მეკარის ანგარიშზე „ვილიარეალთან“ გამართულ შეხვედრაში 3 სეივი იყო. ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ვალენსია 34 ქულით მე-17 ადგილზეა, ასევე 34 ქულა აქვს „ხეტაფეს“, რომელიც სატურნირო ცხრილის მიხედვით მე-18 ადგილზეა. კიდევ ერთ გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდს „ესპანიოლს“ ტურის მატჩი დღეს „სევილიას“ წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი. შემდეგ ტურში კი ქართველი გოლკიპერის ვალენსია გალისიაში სელტას ესტუმრება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი