აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაერთიანებული არაბთა საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს და სარჯას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული ურთიერთობის გააქტიურებას.
მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ეკონომიკური ფორუმის ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით.