პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც ნათესავ ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა

04 მაისი 2023, 13:06 392 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ, ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 აპრილს, თბილისში, ჰუალინგის დასახლებაში, ბრალდებულმა ნათესავ ქალს განსაკუთრებული სისასტიკით, ელექტროშოკით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.  მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით, დაინიშნება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში