პარიზელებმა მესი დასაჯეს

03 მაისი 2023, 19:50 553 ნახვა

პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობამ ლიონელ მესი დასაჯა და ორი კვირით გუნდს ჩამოაშორეს. პარიზულ კლუბში არგენტინელი ვარსკვლავის დასჯა მას შემდეგ გადაწყვიტეს,რაც ლორიანთან მატჩის მეორე დღეს ლეო თვითნებურად საუდის არაბეთში ოჯახთან ერთად გაფრინდა. როგორც გაირკვა, მესის ეს ვიზიტი კლუბთან შეთანხმებული არ ჰქონდა, რის გამოც კლუბმა ის ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. თუმცა კლუბს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ  დაუდასტურებია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლიონელ მესიმ პარიზული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა, 19-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. მას პსჟ-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რის გამოც ბარსელონაში დაბრუნებაზე ხშირად საუბრობენ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში