გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 50-ე თამაში კადისის წინააღმდეგ ჩაატარა და ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა კლუბის ისტორიაში, რომელმაც ეს ზღვარი გადალახა. კლუბის 104 წლიან ისტორიაში 50 მატჩიანი ნიშნულისთვის 22 გოლკიპერს მიუღწევია, თუმცა, არცერთს იმ ასაკში, რომელშიც ეს ქართველმა მოახერხა. როდესაც გასულ ტურში მამარდაშვილმა აღნიშნული მიღწევა დააფიქსირა, 22 წლის, 8 თვისა და 1 დღის გახლდათ.– ამის შესახებ გამოცემა „დიარიო ასი“ წერს. ვალენსიას ისტორიაში აქამდეც ყოფილან გოლკიპერები, რომლებსაც 50-მატჩიანი ნიშნულისთვის ასევე ადრეულ ასაკში მიუღწევიათ. ესენი იგნასიო ეიზაგირე 23 წლის, 2 თვისა და 9 დღის, მანზანედო 23 წლის, 3 თვისა და 17 დღის და სემპერე 23 წლის, 10 თვისა და 24 დღის არიან.