ორ კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამთავრობო კომისიასა და თხილვანის მოსახლეობას შორის მოლაპარაკება შედგა. დღეს სახელმწიფო პროგრამებში 90-მდე ოჯახი ჩაერთო. ისინი კომპენსაციას მარტის ბოლოს მიიღებენ. თხილვანაში მცხოვრები 5- მდე ოჯახი კი ამ დრომდე არ დარეგისტრირებულა სახელმწიფო პროგრამებში, თუმცა ჯანდაცვის მინისტრიეს მოადგილის ინფორმაციით აღნიშნულ ოჯახებთან მოლაპარაკებები უკვე მიღწეულია.