სანქცირებული მოსამართლეების საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა კვლავ ეჭვქვეშ დგას.
მიმდინარე სასესიო კვირაში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არ არის. ეს გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
ოპოზიცია მმართველ გუნდს რეგლამენტის დარღვევასა და ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს.
''ქართული ოცნების'' პოზიცია კი უცვლელია, ისინი საგამოძიებო კომისიების შექმნის ინიციატივას მხარს არ უჭერენ.
მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია განაგრძობს პარლამენტში საბოტაჟს.