რაგბის კლუბი "ბათუმი" საქართველოს დიდი 10-ის ფინალში გავიდა."ბათუმმა" თბილისის "ლელო" 34-17 დაამარცხა, შეხვედრა ავჭალის სარაგბო მოედანზე გაიმართა. ბათუმელთა მხრიდან ლელოები:ძნელაძის, ფრუიძის და სიჭინავას ანგარიშზეა.5 ჯარიმა და 2 გარდასახვა კი მამუკა ნინიძემ ზუსტად შეასრულა. მოქმედი ჩემპიონი "ბათუმი" ტიტულის დასაცავად დიდი 10-ის ფინალში 6 მაისს რუსთავის "ხარებს" დაუპირისპირდება. ფინალური დაპირისპირება ავჭალის სარაგბო მოედანზე გაიმართება.