ურეხის დასახლებაში ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ 563 ათას 480 ლარი გამოყო. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება. ემ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ სულ 23 ეკომიგრატი ოჯახი შესახლდება. როგორც გამგებელმა განაცხადა, თუკი მოთხოვნა გაიზრდება შესაძლოა კიდევ ერთი კორპუსი აშენდეს.