ოპოზიცია ამ კვირაშიც ემზადება, რომ ინიციატივა საბოლოო მიზნამდე მიიყვანონ, შექმნან პარლამენტში საგამოძიებო კომისია, რომლითაც სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციული საქმეები გამოიძიონ. სამი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
საკითხი კენჭისყრამდეც კი ვერ მივიდა, იმის გამო, რომ სამივეჯერ მათ უარი უთხრა მმართველმა გუნდმა, რასაც საპარლამენტო უმცირესობის ნაწილმა პროცედურული ომი უწოდა.
სავარაუდოდ, ხვალ მორიგი მცდელობა ექნებათ სურვილი სისრულეში მოიყვანონ და ამავე სხდომაზე კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაც მოითხოვონ.